On.ge-ს ინფორმაციით, კინოთეატრ ამირანის წინ მიმდინარე ჰომოფობიური აქციაზე სულ მცირე ერთი პოლიციელი დაშავდა. ჩვენ ვცდილობთ, რომ დაშავებული პოლიციელების რიცხი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დააზუსტოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კინოთეატრ ამირანთან ჰომოფობიურ აქციაზე, სადაც And Then We Danced-ის სეანსის ჩაშლას ცდილობენ, 11 პირი დააკავეს. მათი თქმით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ანა სუბელიანზე თავდასხმაში მონაწილეობდა.

უწყება მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება უმკაცრესი ზომები.

აგრესიული პირები ფილმ And Then We Danced-ის სეანსის ჩაშლას ცდილობენ და კინოთეატრ ამირანის სტუმრებს პიროტექნიკასა და სხვადასხვა ნივთებს ესვრიან. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმიც.