ჰომოფობიური აქციის მონაწილემ პოლიციას აგინა და ფიზიკურად დაუპირისპირდა. ის ამტკიცებდა, რომ ფილმის ჩვენებას არ დაუშვებდა და სიცოცხლის ფასადაც კი შეეწინააღმდეგებოდა ამ ფაქტს. მას შემდეგ, რაც მას უთხრეს, რომ ფილმი უკვე გადიოდა, ის გინებით შეიჭრა პოლიციელებში და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ ის ტერიტორიიდან გაიყვანა. ამ ეტაპზე უცნობია, დაკავებულია თუ არა აღნიშნული პირი.

კინოთეატრ ამირანთან, სადაც ჰომოფობიური ჯგუფები ფილმ And Then We Danced-ის ჩაშლას ცდილობენ, არაერთი დაპირისპირება მოხდა. აგრესიული პირები შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკურად უსწორდებიან ფილმის სტუმრებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.