პარლამენტის ვიცე-სპიკერი და უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი თვლის, რომ კინოთეატრ ამირანის წინ მიმდინარე ჰომოფობიური აქციისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. მისი აზრით, საქართველო ამ მხრივ განვითარებულ დემოკრატიებს შორის გამონაკლისი არაა.

"ამისგან ტრაგედიას ნუ შევქმნით, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს არსებობს კანონი დ ამ კანონის დაცვით ვფასდებით ჩვენ მომავალ თაობაში. მათთვის ჩვენი მოქმედებები უნდა იყოს სამაგალითო. ესე მგონია, რომ სწავლით, განათლებით არის შესაძლებელი დაძლევა საწინააღმდეგო აზრისა, რომელიც გააჩნია საზოგადოების ერთ ჯგუფს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას დაადგება ძალიან ცუდი დღე", — აღნიშნა მედიასთან საუბრისას გია ვოლსკმა.

ვიცე-სპიკერმა, ასევე, აღნიშნა, რომ ემოციურად სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს და კანონი ყველა ადამიანს აძლევს თანაბარ უფლებას. ჰომოფობიური ჯგუფები ფილმ And Then We Danced-ის სეანსის ჩაშლას ცდილობენ და კინოთეატრ ამირანთან არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.