ჰომოფობიური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი თავისუფლებაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ გალერეას შენობაში შევიდა და ფილმ And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლა სურს. ის ცდილობს, იქ მდებარე კინოთეატრ კავეაში შევიდეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან შექმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა.

კითხვაზე "რატომ არ გაჰყავთ შენობიდან გურამ ფალავანდიშვილი", ვაჟა სირაძემ უპასუხა, რომ იცავს ფალავანდიშვილის გამოხატვის უფლებას.

დაძაბულობაა კინოთეატრ ამირანთანაც, სადაც პოლიტიკოსს დავით ბერძენიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიიყვანეს. აქტივისტ ანა სუბელიანს კი, სავარაუდოდ, ქვა ესროლეს. ანა სუბელიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.