პოლიტიკოს დავით ბერძენიშვილს კინოთეატრ ამირანთან ჰომოფობიური დაჯგუფების წევრი თავს დაესხა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მან ჟურნალისტებთან And Then We Danced-ის პრემიერის გარშემო შექმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა.

"ადამიანებს აქვთ ფილმის ნახვის უფლება და ხელისუფლება სათანადოდ არ იცავს ამ უფლებას. სანდრო ბრეგაძე ყველა ხელისუფლების შეკვეთას ასრულებდა. ესენი არიან რუსული შეკვეთის შემსრულებელი ადამიანები", - განაცხადა ბერძენიშვილმა კამერებთან, რის შემდეგაც მას თავს დაესხნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პოლიციამ დავით ბერძენიშვილი ტერიტორიიდან გაიყვანა.