ჰომოფობიური აქციის მონაწილეები, რომლებიც And Then We Danced-ის სეანსის ჩაშლას ცდილობენ, კინოთეატრ ამირანის წინ პარაკლისს იხდიან.

კინოთეატრთან მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი. სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს, რომ "ხალხი არ გააღიზაიანონ" და "წესრიგი დაიცვან".

აგრესიულად განწყობილი პირების მტკიცებით, თავად წესრიგს არ არღვევენ. რამდენიმე წუთის წინ მათ თავად დაანონსეს, რომ პოლიციას მიაწვებოდნენ და დარბაზში შესვლას ცდიდნენ. მოგვიანებით კი პოლიციის მიმართულებით შუშხუნებისა და სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყეს.

სწორედ ამ დაძაბულობის შემდეგ გამოჩნდა სპეცრაზმი. ამის შემდეგ კი ჰომოფობიურმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ პარაკლისის გადახდას აპირებენ.