რამდენიმე კვირის წინ ავსტრალიაში უსახლკარო ლეკვი იპოვეს, რომლის დნმ-ის პასუხები ახლახან გახდა ცნობილი: როგორც აღმოჩნდა, საქმე გადაშენების პირას მყოფ გარეულ ძაღლთან, დინგოსთან გვაქვს.

ამ სიახლემ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, რადგან ავსტრალიური ალპური დინგოები ველურ ბუნებაში თითქმის აღარ გვხვდებიან.

დინგოს ლეკვი, რომელსაც მოგვიანებით ვანდი შეარქვეს, ავსტრალიის ერთ-ერთ შტატში, ვიქტორიაში, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა იპოვა.

ბუნებაში სუფთა სისხლის დინგოს აღმოჩენის შანსი მინიმალურია. ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ვერსად იპოვი დინგოს, რომელიც 50%-ით მაინც ჩვეულებრივი შინაური ძაღლი არაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვანდი გაზრდის შემდეგ გამრავლების პროგრამას შეუერთდება, რომელიც 40 ზრდასრულ დინგოს აერთიანებს.