ყველას სურს, რომ თეთრი და ჯანმრთელი კბილები ჰქონდეს და ამის გამო ღიმილისგან თავს არ იკავებდეს, თუმცა სტომატოლოგიური მომსახურება უამრავი ადამიანისთვის ფუფუნების საგანია.

ესაა მიზეზი, რის გამოც ბრაზილიელმა დანტისტმა ფილიპ როსიმ გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები გაჭირვებული ადამიანებისათვის ლამაზი ღიმილი ეჩუქებინა.

კაცმა თითქმის 1 500 უფასო სტომატოლოგიური პროცედურა ჩაატარა — ფესვების მკურნალობა, გაწმენდა და დაზიანებული კბილების დაბჟენა.

ფოტო: drfeliperossi

კარგი ისაა, რომ 38 წლის ფილიპი ამ კეთილ საქმეს მარტო არაა შეჭიდებული. მსოფლიოს გარშემო ის მოხალისეებთან ერთად მოგზაურობს და ყველაზე ღარიბი დასახლებების მაცხოვრებლებს სტუმრობს.

თითოეული ასეთი 5-დღიანი ვიზიტი დაახლოებით $4 974 ჯდება, რომელსაც ფილიპისვე დაარსებული ფონდი აფინანსებს.

ნახეთ ტრანსფორმაციის ამსახველი ემოციური ფოტოები:

ფოტო: drfeliperossi

ფოტო: drfeliperossi

ფოტო: drfeliperossi

ფოტო: drfeliperossi

ფოტო: drfeliperossi

ფოტო: drfeliperossi

ფოტო: drfeliperossi

ფოტო: drfeliperossi

ფოტო: drfeliperossi

ფოტო: drfeliperossi