საქართველოს ფოსტამ მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს აუდიტის უმაღლესი შეფასება მიიღო
მიმდინარე წლის სექტემბერში საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელდა საქართველოს ფოსტის აუდიტი, რომლის მიზანია საფოსტო ადმინისტრაციების ელექტრონული კომერციისთვის მზადყოფნის შეფასება, შესაბამისად შეფასდა მომსახურეობის ხარისხის, პროგრამული უზრუნველყოფის, გზავნილთა უსაფრთხო დამუშავებისა და საოპერაციო პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. აუდიტის შედეგად საქართველოს ფოსტამ ყველა კომპონენტში უმაღლესი შეფასება მიიღო.
"აღნიშნული შეფასება ადასტურებს საქართველოს ფოსტის სწორ მენეჯმენტს და თითოეული თანამშრომლის მხრიდან დაუღალავ შრომას. ეს გახლავთ საქართველოს ფოსტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მსოფლიო საფოსტო საზოგადოების მხრიდან და მოხარულები ვართ, რომ ასეთი მაღალი შეფასება მივიღეთ", — აღნიშნა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.
"ჩვენთვის მეტად საინტერესოა თვალი ვადევნოთ საქართველოს ფოსტის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს ფოსტა არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მუშაობდეს საფოსტო ადმინისტრაცია. მათ წარმოუდგენლად მოკლე დროში შეძლეს ამ შედეგების მიღწევა და ეს ნამდვილად დასაფასებელია. დღეს ბევრი მოწინავე ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციას არ აქვს ასეთი გამართული სისტემა, როგორც საქართველოს ფოსტას. ამიტომ ჩვენ მათ ვთხოვეთ გაუზიარონ თავისი გამოცდილება და ცოდნა სხვა საფოსტო ადმინისტრაციებს", — განაცხადა აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა მაირე ლოდიმ.
პროექტი ხელს უწყობს საფოსტო სექტორში რეფორმების დანერგვას და ახალი დარგობრივი გამოწვევებისთვის ადმინისტრაციების მომზადებას. დღეისათვის საფოსტო დარგის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ელექტრონულ კომერციაზე მზარდი მოთხოვნა. მსოფლიო საფოსტო კავშირის მიზანია დაეხმაროს საფოსტო ადმინისტრაციებს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში, ამასთანავე უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების მიწოდების სახელმწიფო ვალდებულების შესრულება და საფოსტო სექტორის მოდერნიზაციისთვის საჭირო პირობების შექმნა.
ამასთანავე, საქართველოს ფოსტის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა მანჯგალაძე, მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს და ევროპის საფოსტო გაერთიანების PostEurop-ის მიერ შერჩეული იქნა აუდიტის ექსპერტთა გუნდში, რომელიც ანა მანჯგალაძის მონაწილეობით მიმდინარე წელს ბელარუსიის ფოსტის Belposhta-ს აუდიტს განახორციელებს.
საქართველოს ფოსტის ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფში საქართველოს ფოსტის წარმომადგენლის მონაწილეობა წინგადადგმული ნაბიჯია, დაგროვილი გამოცდილების გაზიარებისა და ამ გამოცდილების კომერციული მიზნებისთვის გამოსაყენებლად.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები