ვლადიმერ პუტინმა კრემლში შეხვედრაზე რუსული ენის მომავალზე ისაუბრა და ვიკიპედიის რუსული ელექტრონული ენციკლოპედიით ჩანაცვლების სურვილი გამოთქვა.

"ამ შემთხვევაში სანდო ინფორმაცია კარგი, თანამედროვე ფორმით იქნება ხელმისაწვდომი", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის მთავრობა გეგმავს, რომ რუსული ონლაინ-რესურსის შექმნაში მომავალი სამი წლის განმავლობაში 1,7 მილიარდი რუბლი ($26 524 980) დახარჯოს.

რუსულენოვანი ვიკიპედია ამ დროისთვის 1,5 მილიონ სტატიას აერთიანებს. 2015 წელს რუსეთში ვიკიპედია ჰაშიშზე სტატიის გამო დროებით იყო გათიშული.