ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, დიმიტრი მედოევს სემინარზე დასასწრებად ავსტრიაში შესვლის უფლება არ მისცეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, არშეშვების მიზეზად "უსაფრთხოების საკითხები" დაასახელეს.

სემინარი სახელწოდებით რეგიონული სტაბილურობა ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში 7-10 ნოემბერს უნდა გამართული, ხოლო მისი ორგანიზატორი ავსტრიის ნაციონალური თავდაცვის აკადემიაა.

ღონისძიებაზე უნდა ესაუბრათ სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის სიტუაციაზე, ასევე, მოხსენებით უნდა გამოსულიყო დიმიტრი მედოევიც.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მედოევისთვის უარის თქმის უკან საქართველო დგას.