არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი ფულის გამომუშავება რითი დაიწყე: პიცის ტარებით, კონსულტანტობით თუ ბაღის მასწავლებლობით, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია.

თუმცა გამოცდილების არქონის გამო ყველაზე მონდომებულ და ფრთხილ ადამიანებსაც კი ეშლებათ ბევრი რამ. აი, პირველი სამსახურისთვის ტიპური 10 შეცდომა, რომელიც თავიდან შეგიძლია აირიდო:

1. იმ საქმეზე დათანხმება, რომელიც დიდად არ გაინტერესებს

ფოტო: giph

პირველ სამსახურში ადამიანებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ საკუთარი კაბინეტი ჰქონდეთ ან მაღალი ხელფასი მოითხოვონ. თუმცა, საკუთარ ინტერესებთან მიახლოებული საქმის კეთება ოცნების სფეროს ნამდვილად არ მიეკუთვნება. თუ შენს ინტერესებთან მიახლოებულ სამსახურს აირჩევ, მუშაობა მტანჯველ ტვირთად აღარ გადაგექცევა.

2. კონტრაქტის გარეშე მუშაობა

ფოტო: giph

გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა და უხერხულობების თავიდან ასარიდებლად, სჯობს, პირობები ორივე მხარისთვის ცხადი იყოს.

ხელფასის, სამუშაო გრაფიკისა და შვებულებების შესახებ ყველაზე აუცილებელი ინფორმაცია ხომ სწორედ კონტრაქტშია თავმოყრილი.

3. კოლექტივში ჩაწერის თავგანწირული მცდელობა

ფოტო: giph

ყველაფერი იქნება, უბრალოდ თავიდან მოთმინებაა საჭირო: ერთხელ რომ იხუმრებ იმის შესახებ, რომ "ცოტა ძაან დაიღალე" და ყველას გაეცინება, საერთოდ არ ნიშნავს, რომ ამიერიდან ოფისის მთავარი ხუმარა ხარ.

თანამშრომლებს ახალშემომატებულისათვის ნდობის გამოსაცხადებლად დრო სჭირდებათ. სხვათა შორის, გულმოდგინედ მუშაობა აქაც დაგეხმარება.

4. 15-20 წუთით დაგვიანება, რადგან ყველა ასე შვრება

ფოტო: giph

"ის, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს". შენ ახალი ხარ, და შესაბამისად, კრიტიკული მზერა შენკენ უფრო იქნება მოპყრობილი. დაუმეგობრდი მაღვიძარას და სამსახურში დროულად მისვლის მაგალითი იყავი სხვებისათვის.

5. მუდმივად საჭმლის გამოძახება

ფოტო: giph

გარდა იმისა, რომ სამსახურში ყოველდღიურად საჭმლის გამოძახება ჯიბეზე ცუდად აისახება, ჯანმრთელობასაც სჭირდება მოფრთხილება, ორგანიზმს კი დახარჯული ენერგიის უფრო მრავალფეროვანი საკვებით აღდგენა.

ლანჩის გამზადება-წაღება ჩვევად რომ ჩამოყალიბდეს, ამას დრო სჭირდება, თუმცა სანამ პირველ ხელფასს აიღებდე, სჯობს, მანამდე დაიჭირო თადარიგი.

6. შენიშვნის შემთხვევაში მაშინვე თავდაცვის პოზიციაში ჩადგომა

ფოტო: giph

გამოუცდელ თანამშრომლებს საქმიანი შენიშვნები ზოგჯერ თავმოყვარეობას ულახავთ ხოლმე, რადგან დაწუნებულ სამუშაოს პირად შეურაცხყოფად აღიქვამენ ან გულწრფელად ფიქრობენ, რომ მათ უსამართლოდ ექცევიან.

კარის გამოჯახუნებით სამსახურიდან წამოსვლამდე კი ყოველთვის კარგი გამოსავალია შენიშვნის შინაარსს უფრო დაუკვირდე, ვიდრე ობიექტურად იმ არასასიამოვნო ფაქტს, რომ ვიღაცამ შენიშვნა მოგცა.

7. უფროსის გარშემო ფეხისწვერებზე სიარული

ფოტო: giph

კი, თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ პირველივე სამსახურში, პირველივე უფროსი ნამდვილი "ბუა" აღმოჩნდეს, თუმცა, გადმოცემით ნათქვამზე დასკვნების გამოტანა ნამდვილად არაა სამართლიანი საქციელი!

მოკლედ, ღირს, უფროსთან საქმიან თუ მეგობრულ ურთიერთობას შანსი მისცე და თავიდანვე სტერეოტიპებს არ აჰყვე.

8. გაუთვალისწინებელი ხარჯების გაწევა იმიტომ, რომ "უკვე ხელფასი გაქვს და შეგიძლია"

ფოტო: giphy

მინიმალური ჯიბის ფულიდან, რომელსაც მშობლები გაძლევდნენ სტაბილურ შემოსავალზე გადასვლა (რომელიც, თუნდაც 300 ლარს შეადგენს), ბუნებრივად გაფიქრებინებს, რომ ხელფასი ყველაფერზე გეყოფა.

ამ დროს როგორც წესი მხედველობიდან გვრჩება ის ფაქტი, რომ თავად "დასაქმებულობაც" მოითხოვს ხარჯს და ხელფასი მთლიანად ჩვენს განკარგულებაში არაა: გზის ფული, კვება, ახალი ტანსაცმელი, ამ ხარჯებს სამსახურის დაწყების შემდეგ უფრო მტკივნეულად შეიგრძნობ.

9. ინიციატივებისგან თავის შეკავება გაუბედაობის გამო

ფოტო: giph

აქ დასაფიქრებელიც არაფერია. ინიციატივის გამოთქმა ყოველთვის ღირს: ყველაზე ცუდ შემთხვევაში მწვავე უარყოფით გამოხმაურებას მიიღებ და მიხვდები, რომ ეს სამსახური შენთვის არაა. უფრო კარგ შემთხვევაში - კონსტრუქციულ პასუხს გაგცემენ და რაიმეს ისწავლი. საუკეთესო შემთხვევაში კი გამბედაობასაც დაგიფასებენ და პროაქტიურობასაც.

როგორც წესი, ყველაზე სულელურ ინიციატივასაც კი არ მოჰყვება "რავი არ მოგვწონს"-ზე უარესი შეფასება და მერე ყველა მსმენელი ძველებურად გააგრძელებს თავის საქმეს.

უნდა გაბედო.

10. თავის მოჩვენება, თითქოს იმაზე მეტი იცი, ვიდრე იცი

ფოტო: giph

ეს საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა, თუმცა სულაც არაა გამოუსწორებელი. ადექი და ისწავლე ის, რაზეც თქვი, რომ უკვე იცოდი. პრობლემა გადაჭრილია!