სინოდის ყოფილი მღვდელმთავარი, ქრისტეფორე წამალაიძე, რომელსაც დღეს, 7 ნოემბრის დილას შვილი გარდაიცვალა, ამბობს, რომ მათ მხოლოდ ეკლესია და სინოდის წევრები "ემუქრებიან".

ტელეკომპანია მთავართან სატელეფონო ინტერვიუში წამალაიძე აცხადებს, რომ ვერ იტყვის რაიმე კავშირი არსებობს თუ არა მათ წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლასა და შვილის გარდაცვალებას შორის. იგი იხსნებს, რომ მისი შვილი, ეპისკოპოსი იასონი თავს კარგად გრძნობდა, კვირას წირვა ერთად ჩაატარეს, დღეს დილით კი გარდაიცვალა:

"დილით 7-ის ნახევარი იყო, თუ 6-ის ნახევარი, ოთახიდან ტუალეტში რომ გამოვიდა ჩაიკეცა და სანამ სასწრაფო დახმარება მოვიდოდა, გარდაიცვალა... ჩვენ წინააღმდეგ დიდი ხანია ბრძოლა დაწყებულია და ეკლესიის მსახურები და სინოდის წევრები არ ისვენებენ".

ქრისტეფორე წამალაიძის გარდაცვლილი შვილი, ეპისკოპოსი იასონი სამგორში, მეტრომშენის დასახლებაში, მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარებულ ეკლესიაში მსახურობდა.

წამალაიძე ის სასულიერო პირია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მედიასთან საუბარში აცხადებდა, რომ საჭიროა, საერთო საეკლესიო კრებისა და არა სინოდის კრების მოწვევა, ეკლესიაში არსებული პრობლემების განსახილველად.

ნეტგაზეთთან საუბარში ქრისტეფორემ დაადასტურა სინოდის წევრის, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმეს მიმართ ბრალდება სეექსუალურ შევიწროებაზე. იგი თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში მართლმადიდებელმა მღვდელმა გიორგი სხილაძემ დაადანაშაულა. ეპისკოპოსი ზოსიმე ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს.