დღეს, 7 ნოემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა:

"ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები", — განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, გადადგომასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან.

ქართული ოცნების მმართველობის შვიდი წლის განმავლობაში მიხეილ ბატიაშვილი განათლების მეხუთე შეცვლილი მინისტრია. მანამდე განათლების მინისტრები იყვნენ გიორგი მარგველაშვილი, თამარ სანიკიძე, ალექსანდრე ჯეჯელავა და მიხეილ ჩხენკელი.

ამავე თემაზე: