11 ნოემბერი, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, საქართველოს ფოსტის სათავო ოფისში (სადგურის მოედანი #2), დასაქმების ფორუმი გაიმართება. პროექტის ფარგლებში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცემა პირისპირ შეხვდეს დამსაქმებელს, გაიაროს გასაუბრება და დასაქმდეს საქართველოს ფოსტაში კურიერის პოზიციაზე.

კურიერის პოზიციაზე დასაქმებული პირის ანაზღაურება შეადგენს 500/750 ლარს, აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული კადრის ძირითადი სამუშაო მოვალეობები გახლავთ: საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის და სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისთვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული — gpost.ge.

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. დღეს საქართველოს ფოსტა 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, კომპანიაში დასაქმებულია 3000-მდე მაღალკვალიფიციური კადრი.