"ბოტები, ტროლები, ფეიკნიუსები, ეს არის ნაციონალური მოძრაობის სამარკო ნიშანი", — ასე გამოეხმაურა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე Freedom House-ის ანგარიშს, რომელშიც ქართული პროსახელისუფლებო ტროლები მოხვდნენ.

მისი თქმით, ფეიკნიუსია, თითქოს ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ვიღაც ტროლებს, ბოტებსა და ფეიკნიუსს იყენებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა ინტერნეტის თავისუფლების 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ქართული პროსახელისუფლებო ტროლებიც მოხვდნენ. ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 100-დან 75 ქულა მიიღო და "თავისუფალი ინტერნეტის" კატეგორიაში მოხვდა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტროები, მათ შორის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბოტები, განსაკუთრებით 2018 წელს ივნისის აქციებისა და საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააქტიურდნენ.

ნებისმიერ საზოგადოებრივ აქტიურობას, რომელსაც ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვება, ქართული პროსახელისუფლებო ტროლები ყურადღების მიღმა არ ტოვებენ. მაგალითად განსაკუთრებული იყო ტროლებისა და ბოტების აქტიურობა 20 ივნისის აქციის მოვლენების დროს. მათი გააქტიურება შეინიშნებოდა როგორც ანტისაოკუპაციო აქციების, ისე პანკისის მოვლენების დროს.

პროსახელისუფლებო ტროლებზე დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ: