11 ნოემბრიდან ტელეკომპანია ფორმულაზე იუმორისტული გადაცემა თითქმის ყოველდღე იწყება.

გადაცემა ეთერში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 23:00 საათზე გავა და მისი წამყვანი კვლავ მიშა მშვილდაძე იქნება.

"კი, ვბრუნდებით. კი, მოგვენატრეთ. კი, მასალაც არ დაგვაკლეს", — წერია გადაცემის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ფორმულას გახსნამდე გადაცემა ტელეკომპანია მესამეზე გადიოდა.