10 ულამაზესი ქუჩა, რომელიც ყველა მოგზაურმა უნდა ნახოს
მოგზაურობისას ყველაზე დასამახსოვრებელი არა ჩვეულებრივი გზები და ავტომაგისტრალები, არამედ უნიკალური ხასიათისა და ხიბლის მქონე პატარა, ქვაფენილითა და ყვავილებით მორთული ქუჩებია. სტატიაში სწორედ 10 ასეთ საუცხოო ქუჩას შემოგთავაზებთ, რომელთა ნახვასაც არ ინანებთ.
1. ხერეს-დე-ლა-ფრონტერა, ესპანეთი
ეს ანდალუზიის რეგიონში არსებული, საუცხოო ღვინით ცნობილი ქალაქია. ხერეს-დე-ლა-ფრონტერაში ტურისტების ხმაური თავს არ მოგაწყენთ, ეს მყუდრო ადგილია. მის ისტორიულ ცენტრში კი ვაზის ფოთლებით გადახურულ ულამაზეს ქუჩას წააწყდებით.
2. ბონი, გერმანია
ყოველ გაზაფხულზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ბონში არსებული აყვავებული ალუბლების ავენიუ ვარდისფრად იღებება. ამ დროს ალუბლის ყვავილები ქუჩაზე ერთგვარ ტუნელს ქმნის, რაც ფოტოგრაფებისა და ტურისტების დიდ რაოდენობას იზიდავს.
3. ლისაბონი, პორტუგალია
ლისაბონში უამრავი ლამაზი ადგილია, თუმცა ქალაქის გასაცნობად საუკეთესო ადგილი, შესაძლოა, ბიკას ცნობილი ფუნიკულიორი იყოს. ქუჩაზე, რომელიც პატარა მოედანზე მთავრდება, შეხვდებით ბარებს, ფერად სახლებსა და მდინარე ტახოს ხედებს.
4. შენდუ, ჩინეთი
ჩენდუში მდებარე ჯინლის ქუჩა წლის ნებისმიერ დროს ლამაზია, თუმცა, ის განსაკუთრებით საუცხოოდ ჩინური ახალი წლის დროს გამოიყურება. ამ დროს ადგილობრივები ქუჩებს ანათებენ და სადღესასწაულოდ რთავენ.
5. სან-ფრანცისკო, კალიფორნია
სან-ფრანცისკოში ლომბარდის ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ტურისტები აქ ხშირად მიდიან და უყურებენ, თუ როგორ გადაადგილდებიან მანქანები დაკლაკნილ გზაზე. ეს ქუჩა 1922 წელს გაიხსნა და მისი მიზანი მანქანების სიჩქარის შეზღუდვა იყო.
6. კოლმარი, საფრანგეთი
გერმანიის საზღვართან არსებული პატარა ქალაქი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელია. განსაკუთრებით თვალშისაცემია ქალაქის ისტორიული ნაწილის ქუჩები, სადაც ხელშეუხებელ არქიტექტურას წააწყდებით.
7. კვებეკი, კანადა
კვებეკს აქვს პრეტენზია, რომ კანადის ყველაზე ლამაზ ქალაქად დასახელდეს. ასეთი ქუჩების ნახვის შემდეგ კი, ეს გასაკვირი სულაც არ არის. ამ ევროპულ სტილში გადაწყვეტილ ქუჩაზე უნიკალურ ბისტროებსა და ბუტიკებს შეხვდებით. ეს ადგილი თოვლშიც ლამაზია, შემოდგომაზეც და ზაფხულშიც.
8. ბრიუგე, ბელგია
ამსტერდამის მსგავსად, ბრიუგეს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "ჩრდილოეთის ვენეციად." როგორც ზემოთ მოცემულ ფოტოშიც ჩანს, ისტორიული ქალაქი თვალწარმტაცი სანახავია. ქალაქის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ნიშანი კი ქვაფენილიანი ქუჩებია.
9. იორკი, ინგლისი
ზოგიერთი შენობა, რომელიც ამ ქუჩას მიჰყვება ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეშია აშენებული. ხეში ჩასმული შენობები ბარებითა და მაღაზიებით სავსე ქვაფენილიან ქუჩას ლამაზად გადმოჰყურებს.
10. მიკონოსი, საბერძნეთი
აქ სეირნობისას ქუჩების სილამაზისგან სუნთქვა ერთხელ მაინც შეგეკვრებათ. თეთრი სახლების გარშემო არსებულ ლაბირინთებში სეირნობისას კი პარალელურად ზღვის საუცხოო ხედებს წააწყდებით.
გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
კომენტარები