საერთაშორისო ჯგუფ ვიონის წევრი ბილაინი, მომხმარებლებს სთავაზობს ახალ სატარიფო ხაზს ყველაფერი მაქსი — განახლებული ტარიფებით, კიდევ უფრო მეტი მობილური ინტერნეტითა და წუთებით. ყველაფერი მაქსი მომხმარებლების სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებულ 4 პაკეტს მოიცავს:

  • ტარიფი ყვითელი მაქსი, ყოველთვიური გადასახადი 2₾ — ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში, 50 წუთი სხვა ადგილობრივ მობილურ ოპერატორებთან, 500 MB, 50 SMS
  • ტარიფი მწვანე მაქსი, ყოველთვიური გადასახადი 6 ₾ — ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში, 200 წუთი სხვა ადგილობრივ მობილურ ოპერატორებთან, 700 MB, 700 SMS
  • ტარიფი ლურჯი მაქსი, ყოველთვიური გადასახადი 10 ₾ — ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში, 300 წუთი სხვა ადგილობრივ მობილურ ოპერატორებთან, 1,5 GB, ულიმიტო SMS
  • ტარიფი წითელი მაქსი, ყოველთვიური გადასახადი 25 ₾ — ულიმიტო ზარები ყველა ადგილობრივ მობილურ ოპერატორთან, 3 GB, ულიმიტო SMS.

ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს სატარიფო გეგმებისა, ინტერნეტპაკეტებისა და სხვა პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს, მორგებულს ნებისმიერი მომხმარებლის საჭიროებაზე, 3G და 4G/LTE ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით.