უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ქეთევან ცინცაძე ამბობს, რომ სასამართლოში კლანის არსებობა არავის დაუმტკიცებია. ამის შესახებ მან პარლამენტში გასაუბრებაზე განაცხადა.

მისი თქმით, სმენია მოსაზრება, რომ სასამართლოში კლანი არსებობს.

"როცა პრეტენზია არსებობს, ჩემთვის, როგორც ინსპექტორისთვის, მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ არაფორმალურ გარკვეულ მართვის ნიშნებზე დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი. საზოგადოებისთვის და პირდად ჩემთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია", — თქვა მან.

ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მე-18 კანდიდატია. პარლამენტში კიდევ ორ კანდიდატს მოუსმენენ.