კომიქსის მოყვარულები აქტიურად ადევნებენ თვალს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერგმირის, ბეტმენის შესახებ დაანონსებული ახალი ფილმის სიახლეებს. ცოტა ხნის წინ კი კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა მედიაში: რობერტ პატინსონისა და ზოი კრავიცის შემდეგ, შესაძლოა ფილმში კოლინ ფარელიც ვიხილოთ.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, კომპანია Warner Bros აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ირლანდიური წარმოშობის მსახიობთან, რათა ფილმში ცნობილი ბოროტმოქმედის, პინგვინის როლი შეასრულოს. მაყურებლებს ეს პერსონაჟი მანამდე ტიმ ბარტონის 1992 წელს გადაღებული ფილმიდან Batman Returns ემახსოვრება, სადაც მის როლს მსახიობი დენი დევიტო ასრულებს.

უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ ამ ახალ ფილმში ბეტმენის როლს რობერტ პატინსონი, ქალი-კატის როლს კი ზოი კრავიცი შეასრულებს. ისღა დაგვრჩენია, ვიმედოვნოთ რომ მათ კოლინ ფარელიც შეურთდება.

ფილმის პრემიერა 2021 წელსაა დაგეგმილი.