პრეზიდენტმა ისაუბრა ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილ მარგო მათიაშვილზე, რომელიც გამშვებ პუნქტზე არ გაატარეს და ვერ მიიღო სამედიცინო დახმარება. კონფერენციას NATO-ს მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესმენები ესწრებიან. სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, ახსენა მეორე ქალი, თამარ გიგაური, რომელსაც სამედიცინო დახმარება სჭირდება, რაც მხოლოდ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი:

"მე მინდა ეს ფორუმი გამოვიყენო და თქვენი მეშვეობით მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეებს, რომ სასწრაფოდ ჩაერთონ ამ ჰუმანიტარულ ტრაგედიაში და მოძებნონ ეფექტური გადაწყვეტის გზები".

კონფერენცია, 2 დღის განმავლობაში, განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესი და გაწევრიანების პერსპექტივები, ჰიბრიდული საფრთხეები და საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.