24 საათზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქართველი მეზღვაური ორ ფილიპინელ და ერთ ბერძენ მეზღვაურთან ერთად ტყვედ აიყვანეს. ბერძნულ ტანკერს, Elka Aristotle-ს აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკის სანაპიროსთან მეკობრეები თავს 4 ნოემბერს დაესხნენ.

"ჯერ სიახლე ამ თემაზე არ მიგვიღია. ვესაუბრეთ გემის ოპერატორ კომპანიას. მეზღვაურების ადგილ-მდებარეობა უცნობია. გვითხრეს, რომ თუ რაიმე სიახლე ექნებათ, მოგვაწვდიან", — აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ზაზა მახარაძე.