HBO-მ ცოტა ხნის წინ სერიალ The New Pope-ის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წელს გამოსული ცნობილი სატელევიზიო შოუს, The Young Pope-ის გაგრძელებაა.

სერიალში მთავარ როლს კვლავ ჯუდ ლოუ ასრულებს, თუმცა ამჯერად მასთან ერთად ვიხილავთ ასევე ძალიან ცნობილ მსახიობს, ჯონ მალკოვიჩს.

სერიალის შემქმნელი ცნობილი იტალიელი რეჟისორი, პაოლო სორენტინოა, რომლის მიერაც გადაღებულმა პირველმა სეზონმა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

ცნობილია ისიც, რომ სერიალში ეპიზოდურ როლებს შეასრულებენ ცნობილი მსახიობი შერონ სტოუნი და მომღერალი მერილინ მენსონი.

სერიალის პრემიერა 2020 წლის იანვარში შედგება.