ამერიკელმა მსახიობმა შაია ლაბაფმა ბევერლი ჰილზში გამართულ ჰოლივუდის კინოს დაჯილდოებაზე თავისი ახალი ფილმისთვის, Honey Boy ჯილდო მიიღო. სამადლობელ სიტყვაში კი მან პოლიციის თანამშრომელი გაიხსენა, რომელმაც მსახიობის სიტყვებით მისი ცხოვრება შეცვალა.

ლაბაფი 2017 წელს ჯორჯიის შტატში დააპატიმრეს, რადგან არაფხიზელ მდგომარეობაში პოლიციელებს რასისტული გამონათქვამებით შეურაცხყოფა მიაყენა.

"მინდა რომ მადლობა გადავუხადო პოლიციელს, რომელმაც ჯორჯიაში დამაპატიმრა და ჩემი ცხოვრება შეცვალა", — თქვა შაიამ. მსახიობმა დასძინა, რომ დიდი ხანია, სიფხიზლეს ინარჩუნებს.

შაიამ მადლობა გადაუხადა ფსიქოთერაპევტსაც, სპონსორებს და დედას, რომ გააჩინა.

Honey Boy დიდ ეკრანებზე 8 ნოემბერს გამოდის. ლაბაფთან ერთად ფილმში დაკოტა ჯონსონი მონაწილეობს.