ემა უოტსონი დეკემბერში ბრიტანული ვოგის ყდას დაამშვენებს, თუმცა ინტერვიუ ონლაინ უკვე ხელმისაწვდომია.

ემამ სხვა თემებს შორის ახალ ფილმზე, Little Women, აქტივიზმზე და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

მსახიობი საზოგადოების იმ დამოკიდებულებებს შეეხო, რომლებსაც ქალებს ასაკის მატებასთან ერთად უყენებენ. ჰერმიონის როლის შემსრულებელი 15 აპრილს 30 წლის ხდება. მისი თქმით, პირადი ცხოვრების გამო შფოთვა და სტრესი უგრძვნია:

"თუმცა ვხვდები, რომ ეს ყველაფერი გარემოს შეფარული გზავნილებიდან მოდის. თუ არ გაქვს ოჯახი, არ გყავს ქმარი, არ გყავს შვილი, 30 წლის ხდები, კარიერის მხრივაც საოცარი მიღწევა არ გაქვს და რაღაცებში ჯერ კიდევ ცდილობ გარკვევას, საკმაოდ დიდი წნეხი და შფოთვა გსდევს".

ემა უოტსონი არ ერიდება იმის თქმას, რომ მარტოა და თან ბედნიერი:

"არასდროს მჯეროდა იმ მარტოხელების, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბედნიერები იყვნენ. დიდი ხანი დამჭირდა ამის მისახვედრად, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ და თან მარტოხელა. საკუთარ თავს პარტნიორობას თავად ვუწევ".

ემას მონაწილეობით ახალი ფილმი Little Women წლის ბოლოს, 25 დეკემბერს გამოდის. ეკრანიზაციაში მთავარ როლებს ტიმოთი შალამე, სირშა რონანი, მერილ სტრიპი, ემა უოტსონი, ლორა დერნი, ბობ ოდენკირკი და ლუი გარელი ასრულებენ. ფილმის სიუჟეტი მერი ლუისა მეი ალკოტის რომანს ეფუძნება.