თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში ISUZU-სა და MAN-ის მარკის 30 ავტობუსი შემოვიდა, რომელიც თერთმეტ მარშრუტზე გაივლის.

მერიის ცნობით, ახალი ავტობუსები 6 ნოემბრიდან #5, #90, #106, #112 მარშრუტებზე იმოძრავებენ, ხოლო 8 ნოემბრიდან — #1, #31, #124 მარშრუტებზე.

მათივე ინფორმაციით, 12 ნოემბრიდან ახალი ავტობუსები იმოძრავებენ #19, #57, #80 და #122 მარშრუტებზე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსების უმრავლესობა დედაქალაქის გარეუბნებში არსებულ დასახლებებს და შემოერთებულ სოფლებს ცენტრალურ უბნებთან დააკავშირებს.

ამავე თემაზე: