მას შემდეგ, რაც კრემისფერი ლაბრადორი ჩიკა პატრონს გარეთ დარჩა, საკმაოდ უჩვეულო რამ მოხდა — ბევრი იცუნცულა თუ ცოტა ჩაბნელებულ ეზოში, ძაღლი ბოლოს მიხვდა, რომ მოქმედებაზე გადასვლის დრო იყო.

ფოტო: therobfox on Reddit

სავარაუდოდ, ამ გონიერ ცხოველს გაახსენდა, რომ სახლში მოსახვედრად ადამიანები ზარს რეკავენ ხოლმე და გადაწყვიტა, პატრონის ყურადღების მისაქცევად, თავადაც ასე მოქცეულიყო.

ფოტო: therobfox on Reddit

რობერტს კი საკუთარ ცოლთან ერთად ეძინა, როდესაც დილის ორ საათზე ზარის ხმა გაიგო და კარებს ძალიან ფრთხილად, იარაღით ხელში მიუახლოვდა.

საბოლოოდ გაირკვა, რომ ზარს ქუჩაში შემთხვევით დარჩენილი მათივე შინაური ცხოველი რეკავდა. გარეთ დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ ყველაფერი გადაიღო.

ფოტო: therobfox on Reddit

ნახეთ ეს სახალისო ვიდეო სრულად:

როგორც ჩანს, ჩიკამ იცის, რომ ხერხი ჯობია ღონესა, თუ ძაღლი მოიგონებსა.