როგორ დევნიდნენ პანკებს აღმოსავლეთ გერმანიაში (ფოტოები)
ბერლინის კედლის დანგრევამდე აღმოსავლეთ გერმანიაში პანკების სუბკულტურა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ახალგაზრდულ ელემენტად მიიჩნეოდა, რომელიც სახელმწიფოებრიობას უქმნიდა საფრთხეს.
პანკები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 1970-იანი წლებიდან გამოჩდნენ და ამ ერთგვარი ცხოვრების წესის მიმდევრები თავიანთი ჩაცმულობით, ვარცხნილობითა თუ პოლიტიკური შეხედულებებით საზოგადოების დიდ ნაწილში მარგინალებად მიიჩნეოდნენ.
მათი ცხოვრების სტილი განსაკუთრებულად თვალშისაცემი იყო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომელსაც 1949 წლიდან საბჭოთა ძალები მართავდნენ. 2019 წელს მწერალმა ტიმ მორმა გამოაქვეყნა წიგნი BURNING DOWN THE HAUS, რომელიც სწორედ აღმოსავლეთ გერმანიაში სახელისუფლებო ძალების მიერ პანკების დევნის ამსახველ ფოტომასალებს შეიცავს.
1980-იან წლებში, როცა პანკების სუბკულტურა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში განსაკუთრებით ხილვადი და აქტიური გახდა, კრიმინალური პოლიცია და სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტი განსაკუთრებულად დაინტერესდა იმ მოქალაქეებით, რომელთა ვარცხნილობა, სხეულზე ტატუები თუ ჩაცმის სტილი მათთვის საეჭვოდ გამოიყურებოდა.
საგამოძიებო მასალების არქივში შემონახულია დოკუმენტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ პირველად 250 პანკი ერთდროულად დაიჭირეს და აიძულეს ეღიარებინათ, თითქოს, ისინი პოტენციური კრიმინალები და საზოგადოებისთვის საშიშები იყვნენ.
ამის გამო პანკებს საჯარო სივრცეში გამოჩენის უკვე ეშინოდათ, რადგან ისინი მაშინვე იძულებით დაკითხვაზე მიჰყავდათ.
სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ პანკებისთვის უბრალოდ მოესპო ყველა საჯარო სივრცე, სადაც თავშეყრას მოახერხებდნენ. ამის გამო დაიხურა არაერთი ბარი, კაფე და ღამის კლუბი.
პანკებს მხოლოდ იმის გამოც კი იჭერდნენ, რომ ისინი პირადობის დამადასტურებელი საბუთისთვის გადაღებულ ფოტოზე საკუთარ თავს სათანადოდ არ ჰგავდნენ. ამიტომაც მათ ხშირად შეზღუდული ჰქონდათ საზღვრების გადაკვეთა და უმეტეს შემთხვევაში ქვეყნის შიგნით გადაადგილებაც კი.
ბევრი მათგანი იძლებული იყო რეგულარულად ევლო პოლიციის განყოფილებაში დაკითხვებზე, სადაც შეკითხვებს უსვამდნენ მათი პოლიტიკური იდეოლოგიის, სამეგობრო წრისა თუ ტანსაცმელზე გამოსახული წარწერების შესახებ.
80-იან წლებში ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ აღრიცხვაზე 10 000-მდე პანკი აიყვანა, როგორც "საეჭვო გარეგნობის" მოქალაქე.
გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკის 1989 წლის 12 იანვრით დათარიღებული დოკუმენტში, რომლის სახელწოდებაც ახალგაზრდების კვლევის წინასწარი შედეგებია, პანკების სუბკულტურა ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემადაა მიჩნეული.
აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობა მიიჩნევდა, რომ ამ სუბკულტურის წევრებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ქვეყნიდან გადახვეწილ მემარცხენე თუ ანარქისტ ექსტრემისტებთან, რომლებსაც ქვეყანაში თავიანთი იდეოლოგიის გაძლიერება სურდათ.
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები