Tech Jam მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ივენთია ტექნოლოგიური ინოვაციებისა და განვითარების მიმართულებით. ის ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და ამ სფეროს განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. 2019 წლის Tech Jam 15 ნოემბერს, წერეთელის 118-ში, ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში, 19:00-ზე დაიწყება და მისი ორგანიზატორი adjarabet.com იქნება.

ნომინაციები და პრიზები

სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში დეველოპერები განაწილდებიან გუნდებად და იმუშავებენ სხვადასხვა პროექტზე, რომლებსაც adjarabet.com-ის ჟიური შეაფასებს. ჟიურის წევრები იქნებიან — არჩილ ცენტერაძე (კრეატივი), ლაშა ხუციშვილი (მონაცემთა ბაზა), გიო რენიქს (პროგრამული უზრუნველყოფა) და გიორგი ტაბიძე (პროდუქტის განვითარება)

პრიზებისა და ნომინაციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, უახლოეს დღეებში, Tech Jam 2019-ის ფეისბუქის ივენთზე შეიტყობთ.

ფესტივალზე ასევე დაგხვდებათ გასართობი კუთხე ისეთი კლასიკური თამაშებით, როგორიცაა მარიო, კონტრა, ტეკენ 3 და სამაგიდო თამაშები წიბახასგან.

რის შესახებ იქნება წლევანდელი გამოწვევები?

  • Big Data;
  • Gamification;
  • Internet of Things;
  • Artificial Intelligence;
  • E-Commerce;
  • Blockchain.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა სრულწლოვან ადამიანს.

რა თემებზე ვისაუბრებთ?

  • პროდუქტების განვითარება;
  • Agile;
  • Data Science and Machine Learning.

რეგისტრაცია ინდივიდუალურია თუ ჯგუფური?

მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად და ერთმანეთს ინოვაციური პროექტების შექმნაში შეეჯიბრებიან, თუმცა რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.

გუნდები უნდა შედგებოდეს მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ხუთი წევრისგან.

დასარეგისტრირებლად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა