უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, ლაშა ქოჩიაშვილი ამბობს, რომ ქვედა ინსტანციის მოსამართლეს, დოკუმენტის/ხელშეკრულების კანონიერებაზე უზენაესის გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლია. ის იქვე აღნიშნავს, რომ "ამას აფასებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით". დღეს, 5 ნოემბრის საკომიტეტო მოსმენაზე შესაბამისი კითხვა ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ დასვა.

2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმეზე მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა ბათილად ცნო სადავო ხელშეკრულებები, რომელთა კანონიერება უკვე ორჯერ იყო დადასტურებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ.

ფონდ ღია საზოგადოების მიერ მომზადებულ პორტფოლიოში მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ლაშა ქოჩაშვილის მიერ იმავე ხელშეკრულებების, იმავე მოპასუხეების მიმართ და იმავე საფუძვლებით ბათილად ცნობა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ ორჯერ უკვე დაადასტურა მათი კანონიერება, ბუნდოვანია და აჩენს კითხვის ნიშნებს მოსამართლის მიუკერძოებლობასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

რუსთავი მეტალურგიული ქარხანა 2005-2008 წლებში ბადრი პატარკაციშვილის კორპორაცია ქართულ ფოლადს ეკუთვნოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 2008 წლის თებერვალში, ქარხნის 100-პროცენტიანი წილი ჯოზეფ ქეის მფლობელობაში მოექცა.

გაიგეთ მეტი: