აჭარაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქორწინების მიზნით არასრულწლოვანი გოგოს გატაცების ბრალდებით სამი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ხულოში 2000 წელს დაბადებულმა სამმა პირმა 2003 წელს დაბადებულ გოგოს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მანქანით წალკისკენ წაიყვანა. უწყების განცხადებით, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.