ჰაკუნა მატატა! ჰოლივუდში ბევრი იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ მათი უახლესი ტექნიკის დახმარებით შესაძლებელია დისნეის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ანიმაციური ფილმი მეფე ლომი მხატვრულ ფილმად აქციონ.

მეფე ლომი დისნეიმ 1994 წელს გამოუშვა, რომელსაც რამდენიმე გაგრძელებაც მოჰყვა. ანიმაციური ფილმის მიხედვით დაიდგა მიუზიკლები, შეიქმნა სატელევიზიო ანიმაციური სერიალები, თამაშები და მრავალი სხვა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გამოვა ჩვენთვის საყვარელი ანიმაციური ფილმის ახალი ვერსია, თუმცა, ცხადია, რომ ის ძველისგან განსხვავებული იქნება - როგორც სიუჟეტით ასევე გამოსახულებითა და პერსონაჟებით.