უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ნინო ქადაგიძის თქმით, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სასამართლო სისტემას კლანი მართავს. ამის შესახებ მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია, სასამართლოში კლანი ჩამოყალიბდეს, ვინაიდან გადაწყვეტილებას მოსამართლე ინდივიდუალურად იღებს.

"როგორ წარმოუდგენია ნებისმიერ პირს, მოვაწერო იმაზე ხელი, რასაც პრინციპულად არ ვეთანხმები და რაც შეიძლება გახდეს შემდგომში ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი", — თქვა მან.

ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მე-16 კანდიდატი. პარლამენტში დეპუტატები კიდევ 4 კანდიდატს მოუსმენენ.