საქართველოს ბანკის ფინანსური მენეჯერი გეტყვით, ბოლოს და ბოლოს, სად ქრება თქვენი ხელფასი
ხელფასამდე რამდენიმე დღით ადრე უამრავი ადამიანის თავში ერთნაირი კითხვები ტრიალებს: "ნამდვილად უნდა მეყიდა ჯინსი, რომლის მსგავსი უკვე მქონდა?" "შემდეგი თვიდან ლანჩები რომ ვატარო, რამე დამეზოგება?"; "გადასახადების გადახდის შემდეგ თითქოს ბევრად მეტი მქოდა დარჩენილი"; "რაში დავხარჯე ნახევარი ხელფასი?"
სიმართლე ასეთია: ყოველთვის გვგონია, რომ ბევრად მეტი ფული გვაქვს, ვიდრე გვაქვს, რადგან საკუთარ ხარჯებსა თუ შემოსავლებს იშვიათად თუ აღვრიცხავთ სადმე. მეტიც, ხანდახან ხარჯების შესახებ მოსული სმს-ების გახსნაც საშინლად გვაშინებს და ნაშთსაც თვალს ვარიდებთ ხოლმე (ხელი ასწიეთ, თუ პარასკევის გართობის შემდეგ შაბათს მობაილბანკში ვეღარ იყურებით).
თუ კიდევ ერთი თვე დასრულდა ამ კითხვებით, ალბათ, დროა, იცოდე, რომ ამიერიდან შენს სადარდებელსა და საფიქრალს საქართველოს ბანკის პერსონალური ფინანსური მენეჯერი გადაიბარებს. ის თვის ყოველ პირველ რიცხვში შეგახსენებს გასული თვის პრიორიტეტებს და გაჩვენებს, რაში დახარჯე ფული. ჩამოყალიბებული და დახარისხებული ინფორმაცია კი ფინანსებისა და პრიორიტეტების უკეთ გადანაწილებაში დაგეხმარება.
პერსონალური ფინანსური მენეჯერი (PFM) საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტია მობაილ ბანკის მომხმარებლებისთვის, რომელიც ნოემბრიდან ამოქმედდა და უკვე ათიათასობით ადამიანის ხარჯვის სტილს აანალიზებს.
საქართველოს ბანკმა პერსონალური ფინანსური მენეჯერი პარტნიორ ესპანურ კომპანიასთან, Strands თანამშრომლობით შექმნა. მსოფლიო მასშტაბით ცნობილი კომპანიის მიერ შექმნილი ანალიტიკური ინსტრუმენტები მრავალწლიან პრაქტიკულ და ტექნიკურ გამოცდილებას ეყრდნობა.
ელექტრონული საბანკო მომსახურების განვითარების და ინოვაციების სამსახურის უფროსი გიორგი ვაშაკიძე On.ge-ს სიახლის შესახებ ესაუბრა.
რამ განაპირობა პერსონალური ფინანსური მენეჯერის საჭიროება?
უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდებს და გადარიცხვებს ჩვენ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მზარდი ტემპი აქვს. ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ჩვენი მომხმარებლები ძალიან კარგად ითვისებენ მთელ რიგ ფინანსურ სერვისებს, რომელთაგან, ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ გადახდები და გადარიცხვებია. ამ სერვისებთან ჩვენს მომხმარებლებს, პრაქტიკულად, ყოველდღიური შეხება აქვთ. ჩვენ ვიკვლიეთ ჩვენი მომხმარებლების ქცევა, სურვილები და დავადგინეთ, რომ მათი ერთ-ერთი მოწინავე ინტერესი "შემოსავლებისა და ხარჯვის ანატომიაშია". მომხმარებლებს ძირითადად აინტერესებთ, "სად წავიდა ფული".
როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ ფუნქციის დახვეწა მომავალში? იგულისხმება თუ არა უფრო ჩაღრმავებული ფინანსური ანალიზი?
აუცილებლად. PFM-ინსტრუმენტი არ არის დასრულებული პროდუქტი. ის მუდმივ გაუმჯობესებას ექვემდებარება. უკვე გვაქვს დამუშავებაში ფრიად საინტერესო ახალი ფუნქციები, როგორებიცაა საკუთარი ხარჯვის სტრუქტურიზება და მომხმარებელთა სხვადასხვა სეგმენტებთან შედარება შემოსავლებში და ხარჯებში გადახრების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღმოსაჩენად; გადახდის ობიექტის ან გადარიცხვის ადრესატის ჭრილში ისტორიული მონაცემების ფილტრაცია; ხარჯვის კატეგორიის ჭრილში ბიუჯეტირება; მიზანზე ორიენტირებული დანაზოგის შექმნა; სხვადასხვა ფინანსური რეკომენდაციების მიცემა "ფინანსური სიჯანსაღის" მისაღწევად და ა.შ
თვის ყველაზე მომგებიანი და წამგებიანი დღეები
პერსონალური ვირტუალური მენეჯერი ფინანსურ კალენდარსაც გთავაზობს, რომელიც თარიღის მიხედვით გიჩვენებს შემოსავლებისა და ხარჯის ბალანსს. ასე უფრო მარტივად იგებ, რომელ დღეებში გაწიე იმაზე მეტი ხარჯი, ვიდრე გათვალისწინებული გქონდა. მარტივი და ჭკვიანური დიზაინის დახმარებით ბევრად უფრო მარტივად აღიქვამ სიტუაციას, ვიდრე ამონაწერში კირკიტით შეძლებდი.
ახალი ფუნქციის აღმოჩენა მობაილ ბანკში შესვლისთანავე შეგიძლია iPhone-ზე და Android-ზე.
აქ შეგიძლია კატეგორიებით გაფილტრო შენი პრიორიტეტები და გაიგო, რაში ხარჯავ ფულს ყველაზე მეტად — კვებაში, ტრანსპორტში, გადასახადებში, ჯანმრთელობაში თუ თავის მოვლაში. ტაბი "დინამიკა" კი დაგეხმარება, ბოლო 6 თვით შემოსავლებისა და გასავალის სტატისტიკა მარტივ ინფოგრაფიკზე იხილო.
ასე რომ, თუ კალკულატორმა დაგღალა და ყოველდღიური ხარჯების ანალიზი შენს ძალებს აღემატება, შეგიძლია ამიერიდან პერსონალური მენეჯერის იმედზე იყო, რომელიც ყოველი თვის დასაწყისში გამცნობს, რაში "შემოგეხარჯა" წინა თვის ხელფასი.
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
კომენტარები