ყველაზე მეგობრული ოთხფეხა ცხოველების სურათები ყველას უყვარს, მაგრამ ოდესმე დაინტერესებულხართ რას გადაიღებდნენ ძაღლები, ფოტოაპარატი რომ ჩაუვარდეთ თათებში?

2015 წელს ნიკონმა ახალი მოდელის კამერა, Heartography, გამოუშვა, რომელიც ძაღლებისთვისაა. აპარატი გულის მონიტორინგს აკეთებს და მაშინ იღებს სურათებს, როდესაც ცხოველს გულისცემა უჩქარდება.

ამით მარტივია იმის გაგება, რა აღელვებთ, აინტერესებთ ან რისი ეშინიათ ძაღლებს ყველაზე მეტად. ამ შემთხვევაში პირველი ფოტოგრაფი ძაღლის გადაღებულ სურათებს გაჩვენებთ: გრძნეული შავი კატა, პატრონის ჩუსტები, საჭმელი, ჩიტები სოკოები — ეს ის ყველაფერია, რაც ცუგას, სახელად გრიზლერს აღელვებს!

Heartography შესაძენად ხელმისაწვდომი აღარაა.