პირველად საქართველოს ისტორიაში მოამბე საშუალებას აძლევს ეთნიკურ უმცირესობებს მოამბეს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე Live რეჟიმში უყუროს.

ინიციატივა საზოგადოებრივი მაუწყებლის, აშშ-ს საელჩოსა და რეგიონალური მაუწყებლის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტს სრულად აფინანსებს ამერიკის საელჩო.

მოამბე სამ ენაზე 18 და 20 საათზე გავა. მაყურებელი პირდაპირი ეთერის რეჟიმში, პულტის საშუალებით შეძლებს მის გადართვას სასურველ ენაზე.