გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოში ტრაილერი ცხვრის ფარას დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, 3 ნოემბერს საღამოს საათებში მოხდა. შესაბამის ვიდეომასალას ფეისბუქმომხმარებელი კახა ბოლოტაშვილი ავრცელებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, შემთხვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 127-ე მუხლით მწყემსი დაჯარიმდა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილების დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირი ჯარიმდება 10 ლარის ოდენობით. ხოლო, თუკი შემთხვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ, სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, პირი დაჯარიმდება 100 ლარის ოდენობით.