როულინგის ჯადოსნურ ცხოველებზე 5 ფილმს გადაიღებენ
პოტერჰედებო კიდევ ერთხელ მოიკრიბეთ ყურადღება, როულინგმა, Warner Bros.-მა და დევიდ იეტსი, მორიგი გრანდიოზული საჩუქარი მოგვიმზადეს - ჯადოსნურ ცხოველებზე ხუთ ფილმს გადაიღებენ.
თუ აკრამანტული, ბასილისკო, ჰიპოგრიფი და კენტავრები შიშისა და აღტაცების ჟრუანტელს გგვრიდათ ახალი ფილმი შეეცდება უფრო მძაფრი ემოციები მოგანიჭოთ. როგორც ჩანს ფილმზე მომუშავე გუნდს იმდენად დიდი იმედები აქვს, რომ ჯერ კიდევ პირველი ნაწილის გამოსვლამდე, სანამ საზოგადოების გამოხმაურებას და ფილმის შემოსავალს გაიგებენ, მომდევნო ოთხი ფილმის გადაღება დააანონსეს.
თუმცა, არსებობს პატარა ნიუანსი, რომელიც გულშემატკივრებს გულს დაწყვეტს, დაგეგმილია ფილმის გადაღება, მაგრამ წიგნი არ გამოვა. ფილმის სცენარზე თავად ჯოან როულინგი იმუშავებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯორჯ მარტინივით საუკუნე არ გაწელავს პროცესს, ვინაიდან მეორე ფილმის სცენარზე მუშაობა უკვე დაიწყო.
ეს ინფორმაცია სიურპრიზი მარტო თქვენთვის არ აღმოჩნდა. ჯადოსნური ცხოველების მსახიობების, გადამღები ჯგუფისა და ფანების შეხვედრაზე, როულინგმა განცხადება მოულოდნელად გააკეთა და მხოლოდ თქვენ კი არა ჯადოსნური ცხოველების მთავარ გმირი ედი რედმეინიც გააოგნა.
შეგახსენებთ, რომ ჯადოსნური ცხოველები ჰარი პოტერის პრიქველია. მოვლენები ჰარი პოტერის დაბადებამდე 70 წლით ადრე ვითარდება. ფილმი ნიუ-იორკის ჯადოქრული სამყაროს ისტორიას გვიამბობს. მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა მწერალი, მაგი და ზოოლოგი (იმედია ჯადოსნური ცხოველების შემსწავლელებსაც ასე ჰქვიათ) ნიუტ სკამანდერია, რომლის როლიც ედი რედმეინმა მოირგო.
რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ჯადოსნური ცხოველების ტრეილერი, რომელიც როულინგის სამყაროში კიდევ ერთ საინტერესო მოგზაურობას გვპირდება.
ფილმის პრემიერა 18 ნოემბერსაა დაგეგმილი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები