მეუფე პეტრე, რომელიც ჭყონდიდის მიტროპოლიტი იყო, ამბობს, რომ სინოდმა მის დასასჯელად ის ნორმა გამოიყენა, რომელიც მისი რანგის საეკლესი პირზე არ ვრცელდება. ამის შესახებ ის მთავარ არხს ესაუბრა.

"მუხლი მოციქულთა მომიყენეს აბსოლუტურად არაადეკვატურად, ეს ეპისკოპოსს არ ეხება, ეს კლერიკოს, რომელიც ეპისკოპოსზე დაბლა რანგია. კანონიკური სამართლის კრიტიკას ვერ უძლებს", — განაცხადა მეუფე პეტრემ.

31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".

მეუფე პეტრემ განმარტა, რომ სიტყვა "პიდარასტიაში" "ჭაბუკის გამხრწნელი" იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია და სხვას ვერაფერს დაარქმევს.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.