კახეთში სოფელ მირზაანის გამგებლის შვილი სანადირო თოფით დაჭრეს. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მათი ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, ბრალდებული კი ცხელ კვალზე დააკავეს.

"დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", — აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.