Cake International ნამცხვრებისა და ტორტების ცხობის საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც ამბიციური კონდიტერები მონაწილეობას მსოფლიოს მრავალი კუთხიდან იღებენ.

ამ შემთხვევაში კონდიტერებისთვის ამბიციურობა იმიტომაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ კონკურსის ჟიურისთვის მხოლოდ სასიამოვნო არომატი და ფაფუკი ბისკვიტი არ კმარა - კონკურსზე წარმოდგენილი ტორტი თავისი ვიზუალითაც გამორჩეული და უნიკალური უნდა იყოს.

პირველ ნოემბერს ინგლისში კონკურსის წლევანდელი გამოფენა გაიხსნა, რომელზეც წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევრები მეტია, ვიდრე უბრალოდ ტკბილეულობა - მათმა ავტორებმა ნამდვილი ხელოვნების ნიმუშები შექმნეს.

დაათვალიერეთ ფოტოები და ამაში თავადაც დარწმუნდებით.

ეს საზარელი პოლარული დათვი სინამდვილეში უგემრიელესი ნუგბარია

ფოტო: Jacob King / PA Media

წელს განსაკუთრებით აქტუალური ჰელოუინის თემატიკა იყო

ფოტო: Jacob King / PA Media

ამ ნამუშევრის ავტორმა ბოლივუდისთვის დამახასიათებელ მოულოდნელობასაც კი გადააჭარბა

ფოტო: Jacob King / PA Media

ბოლო დეტალების შესწორება

ფოტო: Jacob King / PA Media

ერთმანეთზე უფრო თვალისმომჭრელი მაგიური არსებები აქამდე არასდროს გამოიყურებოდნენ ასე გემრიელად

ფოტო: Jacob King / PA Media

არც აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები დავიწყებიათ

ფოტო: Jacob King / PA Media

დამთვალიერებლებს, ალბათ, მოუნდათ, რომ ამ ტკბილ ცუგას თავზე ხელით მოფერებოდნენ

ფოტო: Jacob King / PA Media

ამის დაგემოვნება კიდევ, ალბათ, არავის მოსვლია თავში აზრად

ფოტო: Jacob King / PA Media