რუსეთმა და თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით ერთობლივი პატრულირება დაიწყეს
დღეს, პირველ ნოემბერს რუსეთმა და თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით ერთობლივი პატრულირება დაიწყეს. ამის შესახებ გამოცემა TASS ავრცელებს. რუსულ-თურქული კოლონა ცხრა მანქანისგან შედგება.
"ერთობლივი პატრულირება დერბისის საბაჟო გადასასვლელი პუნქტიდან დაიწყო, სადაც ერთმანეთს რუსი სამხედროები პოლიციელები და თურქი მესაზღვრეები შეხვდნენ. მათი პატრულირება თურქეთ-სირიის საზღვრის გასწვრივ გაგრძელდება", — განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
როგორც უწყებაში ამბობენ, პატრულირებაში თურქული Kipri-ს ჯანშანმანქანები და რუსული ჯავშანმანქანები, Tigr და Taifun მონაწილეობენ. კოლონის უსაფრთხოებას ჯავშანტრანსპორტიორი BTR-82 უზრუნველყოფს. პატრულირების მარშრუტი 110 კილომეტრია.
ვლადიმერ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სირია-თურქეთის საზღვრის ერთობლივ პატრულირებაზე 22 ოქტომბერს შეთანხმდნენ. სოჭში მოლაპარაკების ფარგლებში პუტინმა და ერდოღანმა ათპუნქტიან მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, თურქეთი 30-კილომეტრიანი ზონის იმ ნაწილს გააკონტროლებს, რომელზე კონტროლიც მან სამხედრო ინტერვენციის დროს დაამყარა. დანარჩენ ნაწილზე კი რუსეთის სამხედრო ძალები შევლენ, ხოლო ქურთულმა სამხედრო დანაყოფებმა ტერიტორია უნდა დატოვონ. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო რუსულ-თურქული საერთო პატრულირება.
9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში, სასაზღვრო ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები სირიელი ქურთების წინააღმდეგ დაიწყო. თურქეთის ხელისუფლება ამ ოპერაციას "მშვიდობის წყაროს" უწოდებს და მის მიზნად ქურთებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას ასახელებს.
ტერიტორიას, რომელზეც თურქეთს "უსაფრთხო ზონის" შექმნა სურს, სირიის დემოკრატიული ძალები (SDF) აკონტროლებს, რომლის შემადგენლობაში სახალხო თავდაცვის დანაყოფები (YPG) შედის.
სამხედრო ინტერვენცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც აშშ-მ ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან სირიელი ქურთები ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში აშშ-ს მთავარი მოკავშირეები იყვნენ.
თურქული ძალებისგან თავდასაცავად ქურთებმა დასახმარებლად სირიის სამთავრობო ძალებსა და რუსეთს მიმართეს. სირიამ თურქეთის სასაზღვრო ტერიტორიაზე ჯარების განთავსება დაიწყო, ხოლო რუსეთი თურქეთისა და სირიის სამხედრო ძალებს შორის პატრულირებს.
17 ოქტომბერს ანკარაში საგანგებო შეხვედრა გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი შეთანხმდნენ, რომ თურქეთი 120 საათით ცეცხლს შეწყვეტდა, რა დროსაც ქურთები სირიის სასაზღვრო რეგიონიდან მებრძოლებსა და ტექნიკას გაიყვანდნენ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
კომენტარები