ყველა ბავშვს (ალბათ, ზრდასრულების ნაწილსაც) უყვარს ცაზე თვითმფრინავის გადაფრენის ყურება. როგორც სხვა კიდევ ბევრი რამ, ეს მოვლენაც მათში ერთდროულად შიშს, ცნობისმოყვარეობასა და აღფრთოვანებას იწვევს.

ალბათ, ბავშვობაში ყოველი ჩვენგანი აკვირდებოდა თვითმფრინავების მარშრუტს, რასაც მათ მიერ დატოვებული ერთგვარი ღრუბლისებური კვალი ააშკარავებდა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, მსგავსი კვალის დატოვება ცაზე ფრინველებსაც რომ შეეძლოთ?

შეიძლება, აქამდე ამაზე თქვენ არ დაფიქრებულხართ, მაგრამ ესპანელმა ფოტოგრაფმა, ჩავი ბოუმ არა მარტო წარმოიდგინა ის, არამედ ხორციც შეასხა თავის ფანტაზიას. ფოტოგრაფი ეცადა უნიკალური ხერხი ეპოვა, რომლითაც მოახერხებდა ფრინველების ჰაერში გადაადგილება დეტალურად აესახა.

საბოლოოდ, მას ეს შესანიშნავად გამოუვიდა და ერთმანეთზე უფრო შთამბეჭდავი ფოტომასალები შექმნა, რომლებიც რთულ ორნამენტებსა და არაამქვეყნიურ გამოსახულებებს ჰგავს.

ფოტო: Xavi Bou

ფოტო: Xavi Bou

ფოტო: Xavi Bou

ფოტო: Xavi Bou

ფოტო: Xavi Bou

ფოტო: Xavi Bou

ფოტო: Xavi Bou

ფოტო: Xavi Bou

ფოტო: Xavi Bou

ფოტო: Xavi Bou

ფოტო: Xavi Bou

ფოტო: Xavi Bou

ფოტო: Xavi Bou

ფოტო: Xavi Bou