ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ამბობს, რომ მეუფე პეტრეს განცხადებებზე საუბარი არ შეუძლია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"თუ ემოციები არ დაცხრა, ნებისმიერი აზრი შეიძლება, კიდე უფრო დამამძიმებელი იყოს არსებული მძიმე ვითარებისა. შემინდეთ, მაპატიეთ... ძალიან გთხოვთ, არ შემიძლია ამაზე საუბარი, გამიგეთ", — აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

გუშინ, 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართა, რომელიც მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენებით და მეუფე იაკობისთვის ტიტულის შენარჩუნებით დასრულდა.

სხდომის შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ილია მეორემ ის ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო გადააყენა. მოგვიანებით კი მან აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი". მეუფემ განმარტა, რას ნიშნავს სიტყვა "პედარასტია" და პატრიარქი "ჭაბუკების გახრწნაში" დაადანაშაულა.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.

ამავე თემაზე: