თბილისის მერია ახალი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის ნათურების შესასყიდად 2 644 412 ლარის დახარჯვას გეგმავს. თბილსერვის ჯგუფმა შესაბამისი ელექტრონული ტენდერი 29 ოქტომბერს გამოაცხადა, მოწოდების ვადად კი 2019 წლის 15 დეკემბერი განისაზღვრა.

ოთხი სხვადასხვა ტენდერიდან ორზე წინადადება წარადგინა იტალიურმა კომპანია IDO SRL-მა. ხელშეკრულების თანხა 453 789 ლარს შეადგენს. ამავე კომპანიას აქვს შეთავაზება ლამპების, სანათი ნივთებისა და საშობაო ნაძვის ხის ნათურების ტენდერზე, რომელთა შესყიდვის ღირებულება 1 246 623 ლარია.

ორ ტენდერზე წინადადებები ჯერ არ წარუდგენიათ. დოკუმენტაციის თანახმად, გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების შესყიდვის ღირებულება 477 ათასი ლარია. კიდევ ერთ სატენდერო დოკუმენტში ნათქვამია, რომ ლამპებში, სანათ ნივთებსა და საშობაო ნაძვის ხის ნათურებში 467 ათასი ლარი დაიხარჯება. მათ შორის, იქნება 3D გული, 3D ვარსკვლავი, 3D დეკორატიული სფეროები.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო განათებების ესკიზი ასეთია: