On.ge-ს ინფორმაციით, გირჩის დაარსებულ შმAXI-ს ამერიკული კომპანია ყიდულობს. მისი შეძენით ნიუ იორკში რეგისტრირებული ამერიკული კომპანია Creactivity Productions Inc. არის დაინტერესებული.

გირჩში კომპანიასთან მოლაპარაკებებს ადასტურებენ.

"ვადასტურებ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ დროისთვის რაიმე კონკრეტულის თქმა გამიჭირდება, თუმცა, ამერიკული მხარის მხრიდან დაინტერესება დიდია და მაღალი ალბათობით, უახლოეს კვირებში მოხდება დეტალებზე შეთანხმება და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება", — ამბობს ზურა ჯაფარიძე.

გირჩმა შმაქსი მას შემდეგ დააარსა, რაც ტაქსების რეგულაციები ამოქმედდა. მათი თქმით, აღნიშნულ პროექტს საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს.