ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე დევნილების დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ის უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

მათი ცნობით, უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.