აშშ-ს კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას დაუჭირა მხარი. რეზოლუციამ 232 კონგრესმენის მხარდაჭერა მოიპოვა, წინააღმდეგი 196 იყო. რეზოლუცია იმპიჩმენტის გამოძიების წესებსა და პროცედურებ ადგენს.

"აშშ-ს ისტორიაში ეს კუდიანებზე ყველაზე დიდი ნადირობაა", — დატვიტა დონალდ ტრამპმა.

იმპიჩმენტის პროცედურა დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატალეფონო საუბრის გარშემო არსებული სკანდალის გამო დაიწყო. როგორც საუბრის ტრანსკრიპტიდან ჩანს, აშშ-ს პრეზიდენტი ზელენსკის ურჩევს, რომ უკრაინაში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საქმიანობა გამოიძიონ.

დემოკრატები, რომლებიც ქვედა პალატას აკონტროლებენ, დონალდ ტრამპს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. თვითონ ტრამპი ყველა ბრალდებას უარყოფს. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას კი მან სახელმწიფო გადატრიალება უწოდა.

ამავე თემაზე: