ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ჩვენს პლანეტაზე ძაღლების და კატების გარდა, კიდევ უამრავი საყვარელი ცხოველი არსებობს, რომლებსაც დიდი სიამოვნებით მოვიშინაურებდით.

მართალია, 15 მათგანი უკვე გაგაცანით, თუმცა, გაირკვა, რომ მათი რიცხვი გაცილებით დიდია და მეტიც, ბევრი მათგანი იმდენად საყვარელია, დაუჯერებელია, რომ საერთოდ არსებობს.

მოკლედ, გაიცანით კოატი, ქვიშის კატა, ანტილოპა ციყვი და სხვა გარეული, სუპერ ღუნღულა ცხოველები:

1. ქვიშის კატა

ფოტო: Getty

სადაც არ უნდა წახვიდე, კატას ყველგან ნახავ, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ბუნებაში სფინქსის, ბრიტანულისა და სიამის გარდა, თურმე ქვიშის კატებიც არსებობენ.

სამწუხარო ის არის (ჩვენთვის), რომ ეს უსაყვარლესი ცხოველები მხოლოდ და მხოლოდ, უდაბნოში ცხოვრობენ.

2. ხის კენგურუ

ფოტო: Craigrjd / Getty Images

მარტივი მისახვედრია, რომ ხის კენგურუ ავსტრალიაში, უფრო კონკრეტულად კი ხეზე ცხოვრობს.

ენის გამოყოფა კი სავარაუდოდ, მათთვის გულთბილი მისალმებისა და მეგობრული დამოკიდებულების ნიშანია.

3. ჩანთოსანი ჭიანჭველაჭამია

ფოტო: Daniel Scarparolo

ჩანთოსანი ჭიანჭველაჭამია ძალიან პატარა ცხოველია, მისი სხეულის ზომა სულ რაღაც, 27 სანტიმეტრს აღწევს.

მისი უცნაური ვიზუალური მახასიათებლების გათვალისწინებით ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომ ჩვენ ამ ჩამონათვალში შევიყვანოთ, თქვენ კი მისი არსებობა გულწრფელად გაიკვირვოთ.

4. კოატი

ფოტო: Florence And Joseph Mcginn / Getty Images

მართალია კოატები ენოტებს ძალიან ჰგვანან, თუმცა, ბუნებაში მათი ამოცნობა ნამდვილად აღარ გაგიჭირდებათ.

ან ჩაიწერეთ: კოატს დათვივით ყურები, ძაღლივით გადმოგდებული ენა და გოჭივით ცხვირი აქვს.

5. პატაგონიური მარა

ფოტო: Ian Fox / Getty Images

მოდი და დაიჯერე, რომ ბუნებაში არსებობს ცხოველი, რომელიც პატარა ირემს (ასაკით პატარას არა!) ჰგავს, მაგრამ, სინამდვილეში რიგითი მღრღნელია.

6. პანგოლინი

ფოტო: Darrenbradleyphotography / Getty Images

პანგოლინი გიგანტურ ზღარბს მოგაგონებთ, რომელსაც სხეულის უმეტესი ნაწილი არა ეკლებით, არამედ რქოვანი ქერცლით აქვს დაფარული.

საინტერესო ფაქტი: ცხოველის 25-სანტიმეტრიანი ენა წებოვანი ნერწყვით არის გაჟღენთილი, რაც მას საკბილოს მარტივად მონადირებაში ეხმარება.

7. აღმოსავლური ოპოსუმი

ფოტო: Ken Griffiths / Getty Images

პატარა, საყვარელი, სათუთი, ავსტრალიელი, ძუძუმწოვარი — გავაგრძელოთ?

8. ანტილოპა ციყვი

ფოტო: Ben185 / Getty Images

ანტილოპა ციყვი სხვა ციყვებისგან თავისი შეფერილობით, გაბრტყელებული კუდითა და ვეებერთელა სოროების სიყვარულით გამოირჩევა.

9. პუდუ

ფოტო: Virgonira / Getty Images

ამ ცხოველს პუდუ რომ ჰქვია, ამით ყველაფერი ნათქვამია.

ასევე უნდა იცოდეთ, რომ ის ირმისებრთა ოჯახის ყველაზე პატარა და საყვარელი წარმომადგენელია.

10. თოხიტარა

ფოტო: Andyworks / Getty Images

ამ ლამაზ ჩიტს კი თოხიტარა ჰქვია და იმედია, იმიტომ არა რომ ვინმემ თოხს მიამსგავსა — მასე დიდი კუდის გარდა, თოვლივით ქათქათა გულმკერდიც აქვს და მოდი მოფერებით ფიფქია დავუძახოთ.